სოფელ ახუთში ასფალტირებული გზის დაგება მიმდინარეობს

7 June, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ახუთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. სოფლის ცენტრიდან ნოღას საზღვრამდე ასფალტირებული გზა დაიგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება. პროექტი რეგ. განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 377 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. აღნიშნული გზით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდება.

Share page