მერის ინიციატივით დასუფთავების აქცია გაიმართა

8 June, 2018

დღეს დაბა ჩხოროწყუში მუნიციპალიტეტის მერის დათო გოგუას ინიციატივით დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ , მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, მერიისა და ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის“ თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიები, მდინარე ოჩხომურის სანაპიროები, ცენტრალური ქუჩები, სკვერები,პარკები. დასუფთავების აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პერიოდულად იმართება.

Share page