ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ველომრბოლელი ნოდარ ბერიძე სტუმრობდა

3 May, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ველომრბოლელი ნოდარ ბერიძე ესტუმრა. ის მერს დათო გუგუას,საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუას და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ნოდარ ბერიძე მათ დაგეგმილი ველოტურის შესახებ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისივე განცხადებით, ის ჯუმბერ ლეჟავას გზას პატრიარქის კურთხევით აგრძლებს. ,,ველოტურის მიზანი , მშვიდობა და კეთილმეზობლური ურთიერთობის პროპაგანდა, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა“-განაცხადა ნოდარ ბერიძემ. ველომრბოლელის წინაშე რამდენიმე ნომრით ა(ა)იპ ,, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების კარატისტები წარსდგნენ. ნოდარ ბერიძე საქართველის ველომარათონ ,,მშვიდობის გზის“ ფარგლებში საქართველოს ქალაქებს შემოივლის და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში ჩავა. მან დღემდე ევროპისა და აზიის მრავალი ქვეყანა შემოიარა.

Share page