დაბა ჩხოროწყუში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15 May, 2018

დაბა ჩხოროწყუში,მდინარე ოჩხომურზე,სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზირებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად დაათვალიერეს. ხიდის რეაბილიტაცია 49 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ,,ენგურჰიდროსპეცმშენი“ ასრულებს. ხიდის მწყობრიდან გამოსვლა 14-15 აპრილის სტიქიამ განაპირობა. უხვმა ნალექმა საავტომობილო ხიდის მისასვლელი ჩამორეცხა და ხიდს ბურჯი გამოაცალა. ხიდზე მოძრაობა,რომელიც, ამ ეტაპზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აკრძალულია, უახლოეს პერიოდში აღდგება. აღნიშნული ხიდით დაბა ჩხოროწყუ გარახას უბანს ,სოფელ ნაკიანსა და მარტვილის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.

Share page