მერის წარმომადგენლებთან თათბირი გაიმართა

5 April, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი თათბირი გამართა. თათბირს ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები: გოჩა ჩიქოვანი და ვალერი თოდუა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია. მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ , 2 აპრილს, დაბასა და სოფლებში, მოსახლეობისთვის, ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზარალის თაობაზე ინფორმაცია მიიღო. წარმომადგენლების განცხადებით, სტიქიის შედეგად 40-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი ნაწილობრივ დაზიანდა.ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა ასევე, ლეგახარეს უბნის საბავშვო ბაღსა და ლესიჭინეს ადმინისტრაციულ შენობებს.ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება შესაბამის სტრუქტურებში წარსადგენად. დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებს დაავალა, რომ აღრიცხონ მუნიციპალიტეტში არსებული უსახური შენობა-ნაგებობები, რათა შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინონ შემდგომი რეაგირება. შეხვედრაზე მერის მოადგილე ვალერი თოდუამ განაცხადა,რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, სპეციალურ კომისიასთან ერთად, სახლში ეწვევიან უკიდურეს საბინაო პირობებში მყოფ ოჯახებს და ადგილზე გაეცნობიან მათ საჭიროებებს. ვალერი თოდუამ წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა 9 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. მისი განცხადებით, მერიის,საკრებულოსა და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები გვირგვინით შეამკობენ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალს. თათბირზე ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს.

Share page