დათო გოგუამ ალილოს მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

7 January, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა ტრადიციულ საშობაო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები შობის მახარობლებს საშობაო ნობათით შეუერთდნენ და მათთან ერთად მოსახლეობას ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. მოსახლეობა მახარობლებს ქუჩებში საშობაო ძღვენით ხვდებოდა. ალილოს მსვლელობის შედეგად შეგროვებული შემოწირულობები შეჭირვებულ ოჯახებსა და ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს გადაეცემათ.

Share page