გამგებელი ლიტვის ეთნოგრაფიული რეგიონის წარმომადგენლებს შეხვდა

2 November, 2017

მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა, გამგეობის ტურიზმის განყოფილების უფროს თეა გოგუასა და ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორ ნაირა ციმინტიასთან ერთად, ლიტვის ეთნოგრაფიული რეგიონის ჟემაიტიჯას ანსაბლ ,,ვედუს“ წარმომადგენლებს შეხვდა. ანსამბლის წევრებმა სოფელ მუხურში გამართულ ფოკლორის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისას გაწეული თანადგომისა და მხარდაჭერისთვის დათო გოგუას მადლობის სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. სტუმრებმა დაათვალიერეს ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი და ლუგელას ხეობა , გაეცნენ ჩვენს ისტორიას, კულტურას და მეგრულ სამზარეულოს.

Share page