ლაშა გახარიას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

15 October, 2017

14 ოქტომბერს, სოფელ მუხურში, პოეტ ლაშა გახარიას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით,სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა. მუხურის #1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ლიტერატურული კომპოზიცია ,,პოეტი, მაინც ,– ერთი ლექსია". ლაშა გახარიას სახლ–მუზეუმში ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორ ნაირა ციმინტიას ხელმძღვანელობით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლაშა გახარიას ოჯახის წევრები, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და სხვა ხელმძღვანელი პირები, პოეტის მეგობრები, მწერლები ,პოეტები, რომლებმაც ვრცლად ისაუბრეს ლაშას პიროვნებაზე, მის შემოქმედებაზე. ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.

Share page