გამგებელმა ბაღის აღსაზრდელებს სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა

18 September, 2017

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო. პატარებს სწავლის დაწყება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. ,,ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ხელშეწყობა და პატარა აღსაზრდელების განვითარებისთვის ზრუნვაა, ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი რამ გავაკეთეთ. გავხსენით ახალი ჯგუფები, გავზარდეთ თანამშრომელთა ხელფასები, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ საბავშვო ბაღებს, კვება სამჯერადი და უფასო გავხადეთ. ავაშენეთ ხუთი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაღი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორის მშენებლობა. მომავლისთვის უფრო დიდი გეგმები გვაქვს“ –განაცხადა დათო გოგუამ. ამ დროისთვის ჩხოროწყუს საბავშვო ბაღებში 1027 ბავშვი ირიცხება.

Share page