სოფელ კირცხში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

14 July, 2017

მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ სოფელ კირცხში მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა. საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 239 998 ლარია გამოყოფილი. პროექტი რეგ.განვითარების ფონდიდან 215710,ხოლო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24288 ლარით ფინანსდება. ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი.სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ბემა“ ასრულებს. დასაქმებულია 10 ადგილობრივი მუშა–ხელი. საბავშვო ბაღის არქონის გამო სააღმზრდელო–სასწავლო პროცესი დღემდე ნაქირავებ შენობაში მიმდინარეობს. 2013 წლიდან დღემდე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სულ 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. მიმდინარეობს ორის მშენებლობა.

 

Share page