ხაბუმეში სასკოლო მუზეუმი გაიხსნა

20 June, 2017

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და ასოციაცია ,,ათინათი“ სოფელ ხაბუმეში ახორციელებენ პროექტს ,,ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“. პროექტის ფარგლებში დღეს ხაბუმეს საჯარო სკოლაში დადიანისეული მუზეუმი გაიხსნა, რომელსაც ხელმძღვანელობს პედაგოგი ნარგიზა კვარაცხელია. სასკოლო მუზეუმი პროექტის ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ ერთობლივად გახსნეს. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ქალთა საინიციატივო ჯგუფ ,,ერთობის“ წევრები. პროექტის ფარგლებში, სასკოლო მუზეუმისთვის კეთილმოეწყო ოთახი, სკოლის ეზოში გაიწმინდა დადიანისეული ბილიკი, ჩამოყალიბდა სხვადასხვა კლუბი. მუზეუმში დღეისათვის 50–მდე ექსპონატი ინახება. პროექტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდა. სასკოლო მუზეუმი, გამგებელთან ერთად , საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქიამ , არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

Share page