ბაღში ჩატარებულ ღია გაკვეთილს გამგებელი დაესწრო

19 June, 2017

სოფელ ლეწურწუმეს საბავშვო ბაღში შემაჯამებელი ღია გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილი აღმზრდელმა მასწავლებელმა მაია შანავამ ჩაატარა. აღსაზრდელებმა სასიამოვნო და სახალისო გაკვეთილი წარმოუდგინეს სტუმრებს, ისინი ყველა კითხვაზე სხარტად პასუხობდნენ . პატარებმა შეასრულეს სხვადასხვა მხატვრული ნომერი და თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს. ღონისძიების დასასრულს აღსაზრდელებმა და აღმზრდელებმა მუნიციპალიტეტის გამგებელთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს. შემაჯამებელ გაკვეთილს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა, გამგებლის მოადგილე ვალერი თოდუა და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Share page