საბიუჯეტო დაგეგმვის, ფორმირებისა და ხაზინის განყოფილება

საბიუჯეტო დაგეგმვის, ფორმირებისა და ხაზინის განყოფილება ფუნქციებია:

  • წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ; მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება;
  • შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
  • საჭირო ინფორმაციის შეკრება და დამუშავება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;
  • ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერა კვარტლებისა და თვეების მიხედვით;
  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ვალდებულებების აღებისა და ხარჯების გაწევის რეგისტრაცია;
  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასების თაობაზე შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
  • ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების შედგენის უზრუნველყოფა;
  • ურთიერთობა ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;


განყოფილება შედის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის დაქვემდებარებაში.

განყოფილების ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ სამსახურის დებულებაში

საბიუჯეტო დაგეგმვის, ფორმირებისა და ხაზინის  განყოფილების უფროსი

ნაზო ნარსია

საკონტაქტო ინფორმაცია

მობ: 599-85-45-22
Email: narsianazo@gmail.com
სამუშაო გამოცდილება

1981-1989 წლებში იყო ჩხოროწყუს საფინანსო განყოფილების მთ. ბუღალტრის მოადგილე;

1989-1997 წლებში მუშაობდა საფინანსო განყოფილების საბიუჯეტო ინსპექციის უფროსად;

1997-1998 წლებში იყო ჩხოროწყუს საფინანსო განყოფილების მოადგილე;

1998-2006 წლებში საფინანსო განყოფილების გამგე;

2007-2011 წლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის მთ. სპეციალისტი.

2011 წლიდან დღემდე არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვი, ფორმირებისა და ხაზინის განყოფილების უფროსი.

განათლება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სააღრიცხვო ეკონომიკური ფაკულტეტი.

განყოფილების თანამშრომლები - მთავარი სპეციალისტები
  • მაია ახალაია- მობ: 599-85-30-46

 

 

 

Share page